ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.ე-ულ არჩევნებს ვაშინგტონი გამოხმაურა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს მდივანმა, მარკ ტონერმა პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ სცნობს არც არჩევნებს და შესაბამისად არც მის შედეგებს.
`ჩვენ არ ვაღიარებთ და არ ვცნობთ ე.წ. საპრეზიდენტო არჩვნების ლეგიტიმურობასა და შედეგებს. ჩვენ ვადასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი,`განაცხადა ტონერმა.