ვარწმუნებ საქართველოს მოსახლეობას, რომ რწმენა არ გაუცრუვდებათ, - განაცხადა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ეკა ბერიძის გადაცემაში "პირდაპირ საუბრები".
ჟურნალისტის კითხვაზე რა შეიცვალა მისი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, ივანიშილმა უპასუხა, რომ მისი აზრით, ხალხს დაუბრინა რწმენა, რომ შეიძლება ეშველოთ.
"ხალხს დაუბრუნდა რწმენა. რწმენა იმისა, რო შეეიძლება ეშველოთ. რწმენა იმისა, რომ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს. მე ვიცოდი, რომ ეს ესე იქნებოდა. ეს მე ვიგრძენი და ვარწმუნებ საქართველოს მოსახლეობას, რომ რწმენა არ გაუცრუვდებათ. ყველაფერი ისე იქნება, როგორც ფიქრობენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.