ტრანსკავკასიური ავტომაგისტრალი, რომელიც ცხინვალის რეგიონს რუსეთის ფედერაციასთან აერთებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ინფორმაციას ამის შესახებ ოსური მედია ავრცელებს.
"ღამით მოთოვა, თუმცა ამას მოძრაობისათვის ხელი არ შეუშლია. დილიდან შესაბამისი სამსახურები გზის საწმენდ სამუშაოებს აწარმოებენ და მოძრაობა ამჟამად ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება", _ იუწყება ოსური მედია.
მათივე ინფორმაციით, ტრანსკავკასიური მაგისტრალის გასწვრივ განლაგებულ დასახლება ზემო რუკში ამ დილით ორი ე.წ. საარჩევნო უბანი გაიხსნა, რომელშიც ხმას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ის მოქალაქეები აძლევენ ხმას რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობენ.