აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და ტავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ ერთობლივ განცხადებაში სინანული გამოთქვეს პაკისტანელი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის გამო და პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე მომხდარ ინცინდენტში გარკვევის პირობა დადეს.
შეგახსენებთ, რომ ნატოს ვეტმფრენმების მიერ პაკისტანში, ავღანეთის საზღვართან ახლოს გახსნილი ცეცხლის შედეგად, 25 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
პაკისტანის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, 7 სამხედრო მოსამსახურე დაჭრილია.
ავღანეთში მყოფი საერთაშორისო ძალების კოალიცია აცხადებს, რომ მათთვის მომხდარი ინციდენტის შესახებ ცნობილია და ისინი ამჟამად ინფორმაციას აგროვებენ.
აღნიშნული ფაქტის საპასუხოდ, პაკისტანმა, ნატოს ჯარების მომარაგებისთვის უმნიშვნელოვანესი მარშრუტი დაბლოკა, ქალაქ ჯამრუდთან 40-მდე სატვირთო მანქანა და ბენზინმზიდია გაჩერებული.
პაკისტანის ხელისუფლება მომხდარი ფაქტის გამო აღშფოთებას გამოთქვამს და აშშ-თან და ნატოსთან თანამშრომლობის გადახედვით იმუქრება.