საქართველოში კვლავ უამინდობაა. საქართველოს დედაქალაქში და ქვეყნის სხვა რეგიონებში თოვს. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" სინოპტიკოსმა სვეტა ნიორაძემ განუცხადა თვის ბოლომდე საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსები გამოდარებას 29 ნოემბერიდან ვარაუდობენ.
თოვლს თბილისში და საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალზე ამ დროისთვის პრობლემები არ შეუქმნია.
დედაქალაქის ქუჩებში დაყრილია ტექნიკური მარილი და ავტოტრასპორტი შეუზღუდავად გადაადგილდება.
რაც შეეხება შეზღუდვებს, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვა მხოლოდ ნატახტარი-ზესტაფონის მონაკვეთზე, მისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილებაზეა დაწესებული.