დღეს, 26 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის მოდის კვირეულის მესამე საღამო თბილისი ივენთ ჰოლში ნუცა ბერიძის კოლექციის ჩვენებით გაიხსნება, რომელიც ბრენდ ‘ატარეს" წარმოადგენს. მეორე ჩვენება გახლავთ ნიკოლოზ გრიგორიანის კოლექცია, რომელმაც ადრე NEWCOMER-ის სახით გამოიჩინა თავი და ახლა უკვე მთავარ პროგრამაშია.
მესამე კოლექცია ეკუთვნის ატელიეს „10ა", რომელიც თბილისის მოდის კვირეულის ერთერთი მუდმივი და ექსკლუზიური მონაწილეა. იკა ბობოხიძის და თეონა თავართქილაძის ტანდემი, ამჯერადაც დიდ მოლოდინს და ინტერესს იწვევს მოდის მოყვარულებში.
თბილისის მოდის კვირეულის მესამე დღეს დახურავს გიორგი შაღაშვილის ახალი კოლექციის ჩვენება, რომელიც სავარაუდოდ ისეთივე პროგრესული და თბილისელი მაყურებლისათვის, არაორდინალურ იქნება, როგორც მისი წინა კოლექციები.
რიგით მე-5 მოდის კვირეული, 24-27 ნოემბერს, კომპანია „ჯეოფეშენის" ორგანიზებით ტარდება და მასში 14 პროფესიონალი და 17 დამწყები დიზაინერი იღებს მონაწილეობას. ჩვენებები თბილისის ივენთ ჰოლში იმართება. თბილისის მოდის კვირეულის ჩვენებების პარალელურად, „გრატო პასაჟში" დღეიდან აქსესუარების გამოფენა და დიზაინერების შოურუმი მოეწყობა, სადაც ყველა შეძლებს კოლექციების დათვალიერებას და სასურველი ნივთის შეძენას.