ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის 44, 6 მილიონი ლარით ზრდის გადაწყვეტილებას ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროებით ხსნის.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გვინდაძემ განაცხადა, ბოლო წლების ტენდენციის მიხედვით, სამინისტროს დაფინანსება, მუდმივად იზრდებოდა და 2008 წელს მისმა დაფინანსებამ მთლიანი ხარჯების 23%-ი შეადგინა და მთლიანი შიდა პროდუქტის 8, 1 % იყო.
მისივე თქმით, 2009 წლიდან თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების ოდენობა შემცირდა და მიმდინარე წელს უკვე 9,3 % გახდა.
მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტით, თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები დამტკიცებულთან შედარებით 44,6 ათასი ლარით იზრდება და 704,631.2 ათასი ლარი ხდება.
"ეს არის ის აუცილებელი დონე თავდაცის სამინსიტროს ასიგნებისა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება იქნეს უზრუნველყოფილი" - განაცხადა მინისტრმა.