ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის განცხადებით, საქართველო 2012 წელს "წელში გამართული" ხვდება. განცხადება გვინდაძემ დღეს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებათა პროექტის პარლამენტში წარდგენისას გააკეთა.
მისი თქმით, ამის თქმის საფუძველს არსებული რესურსები და ფისკალური სიმყარე იძლევა.
"ეს რესურსები კი საჭიროა იმისათვის, რომ სხვადასხვა სახის გარე ზემოქმედებას გავუძლოთ, რაც ევროკრიზისიდან მომდინარეობს", -- აღნიშნა დიმიტრი გვინდაძემ.
2011 წლის ბიუჯეტი 213 მილიონი ლარით, ანუ დაახლოებით 3 პროცენტით იზრდება.