ხვალ, 24 ნოემბერს "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" ახალი მფლობელი გამოვლინდება. კლინიკას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ელექტრონულ აუქციონზე ყიდის.
ობიექტის საწყისი ღირებულება 1 მლნ. 700 ათას დოლარს შეადგენს.
"თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" კაპიტალი 7.11.2011 წლის მდგომარეობით 1 676 637,40 ლარს, დებიტორული დავალიანება 01.10.2011 წლის მდგომარეობით 70 207 ლარს, კრედიტორული დავალიანება 01.10.2011 წლის მდგომარეობით 826 494 ლარს შეადგენს.
პირობებიანი აუქციონის თანახმად, მყიდველის მიერ საპრივატიზებო საფასურის 20%-ის გადახდა უნდა განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო დარჩენილი 80%-ის - ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 8 თვის განმავლობაში. მყიდველი ვალდებულია ასევე საპრივატიზებო ობიექტი აფუნქციონიროს სამედიცინო პროფილით 2012 წლის 1 მარტიდან შემდგომი 7 წლის განმავლობაში.