საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების დღეები დათვლილია.
"თქვენ ნახეთ, როგორ უსტვენდნენ გუშინ პუტინს. ეს არის დასასრულის დასაწყისი რუსეთის ავტორიტარული მმართველობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მათი დღეები არის დათვლილი. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოს განვითარების მაღალი ტემპი. რუსეთშიც არის ძალიან ბევრი კეთილი ნების ადამაინი, რომლებიც აღფრთოვანებულები არიან ჩვენი რეფორმებით. ოღონდ ეს ხალხი არაა კრემლში. უკრაინაში მთავრობა, ხალხი და ოპოზიცია აღფრთოვანებულია ჩვენი რეფორმებით", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მალე ეს მოედება მთელ მსოფლიოს.