ხვალ, 21 ნოემბერი, 11:00 საათზე სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დაძმობილების პროექტის „ეკონომიკური საზღვრის კვეთისა და სანიტარული-ფიტოსანიტარული სასაზღვრო კონტროლის სისტემის გაძლიერება საქართველოში" პრეზენტაცია გაიმართება.
პროექტს ერთობლივად ახორციელებენ შემოსავლების სამსახური და საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია, დანიის საგადასახადო და ეკონომიკური საზღვრის დაცვის ცენტრალურ ადმინისტრაცია, დანიის ვეტერინარიისა და სურსათის ადმინისტრაცია, იტალიის ეკონომიკური საზღვრის დაცვის სააგენტო, ესტონეთის საგადასახადო და ეკონომიკური საზღვრის დაცვის საბჭო, ესტონეთის ვეტერინარიისა და სურსათის საბჭო.