ჟენევაში გამართულ Sotheby's-საუქციონზე ყველაზე მსხვილი ყვითელი ბრილიანტი გაიყიდა. ანონიმი მყიდველის მიერ სარეკორდო ფასად 12,4 მილიონ დოლარად შეძენილ ქვას, ოქროსფერი შეფერილობით, წონით 110 კარატი "მზის წვეთს" უწოდებენ. აუქციონის სახლის წარმომადგენლის თქმით, კრიზისი აუქციონზე არ ასახულა.
"კრიზისს ვერ ვხედავ. ჩვენ გავყიდეთ თითქმის ყველა მსხვილი ბრილინტი, მოსალოდნელ ფასზე მეტად. ვფიქრობ, რომ ეს ბრილიანტის ნაკეთობათა ბაზრის სტაბილურობაზე მიუთითებს"- განაცხადა დევიდ ბენეტი Sotheby's-ს თანათავმჯდომარემ.
მისი სიტყვებით ბრილიანტი წონით 110 კარატი - დიდი იშვიათობაა, ეს შეიძლება ითქვას მის ფერზე "მზის წვეთი". ბრილიანტი გასულ წელს სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს. იმ მომენტიდან გარკვეული დროის განმავლობაში ის ლონდონის ბუნებისმცოდნეობის მუზეუმში ინახებოდა, რის შემდეგ მსოფლიოს სხვდასხვა ექსპოზიციებში მოგზაურობდა.