18-19 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ბათუმში კომისიის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ჩმოსულ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ტიგრან სარგსიანს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „სომხეთი არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი."
„ჩვენ შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 40%-ით. სომხეთიდან საქართველოში ჩამოდის ტურისტების ყველაზე დიდი. გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთოერთობა და ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ურთიერთობა. (შეხვედრაზე) ვილაპარაკეთ რამოდენიმე ენერგეტიკულ პროექტზე, სატრანზიტო პესრპექტივებზე, ტრანსპორტზე," - აღნიშნა ნიკა გილაურმა.
19 ნოემბერს, საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის მსვლელობისას მხარეებმა სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანსპორტო, კომუნიკაციების, ტურიზმის, საბაჟო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. პლენარული სხდომის შემდეგ საქართველო-სომხეთის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ოქმის ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა.