აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ თურქეთის საპორტო ქალაქების 10-კაციანი დელეგაცია მიიღო. ლევან ვარშალომიძემ რიზეს, ბურსასა და იზმითის მერებთან კულტურულ-ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
სტუმრებმა აღნიშნეს, რომ მათ რეგიონებში მრავალი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს და ამიტომ აჭარასთან მეგობრობა და თანამშრომლობა ორივე მხარისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
მთავრობის თავმჯდომარე და თურქი სტუმრები ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. თურქული დელეგაციის წევრებმა მთავრობის თავმჯდომარე და ბათუმის მერი სტუმრად მიიწვიეს.