უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო რომელიც საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება ბოლო 2 კვირის განვლობაში სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს, - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა სერგეი ვალექსენკომ განაცხადა.
ტიმოშენკოს თანამებრძოლებმა უკვე მიმართეს დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს. ტიმოშენკო, რომელიც 100 დღეზე მეტია პატიმრობაში იმყოფება ხერხემლის ძლიერ ტკივილს განიცდის და დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.
ტიმოშენკოს ადვოკატი მის დიაგნოსტიკას და მკურნალობას ითხოვს. პარალელურად კი საგადასახადო მილიცია აგრძელებს დაკავებულკის მიმართ საგამოძიებო ქმედებებს. დაკითხვები დღეSი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობს.
„საგამოძიებო ქმედებები საკანში მიმდინარეობს. მას უკვე 14 დღეა სიარული არ შეუძლია."- აცხადებს ავოკატი სერგეი ვლასენკო. ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდ ანიშენკოს თქმით, სამედიცინო კომისიამ ტიმოშენკოსთვის მაგნიტორეზონანსური ტომოგროფისაა და სხვა გამოკვლევების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა აღნიშნული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ვერ ტარდება.
შეგახსენებთ, რომ კიევის პეჩორიოს რაიონის სასამართლომ იულია ტიმოშენკოს 2009 წელს რუსეთთან გაფორმებული გაზის კონტაქტის გამო თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დადო ბვრალი და მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მასვე დაეკისტა ნევვტოგაზ უკრაინის სასარგებლოდ 200 მლნ დოლარის გადახდა.