„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები სადაზღვეო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ნულიდან ხუთ წლამდე ბავშვების, პენსიონერების და პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დაზღვევის მექანიზმები. დეპუტატ მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, ეს პროგრამა მილიონამდე ადამიანის დაზღვევას ითვლისწინებს, რაც გარკვეულ რისკებთან არის დაკვშირებული. მისივე თქმით, სწორი დაგეგმვის არ არსებობის შემთხვევაში ამდენი ადამიანის ერთდროული დაზღვევა ადმინისტრირების თვალსაზრისით პრობლემებს გამოიწვევს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დაზღვეულმა ადამიანებმა მიიღონ არა ფარატინა ქაღალდი, არამედ მოქმედი ბარათი, რომელიც უზრუნველყოფს მათი ჯანმრთელობის დაცვას" - განაცხადა მაგდა ანიკაშვილი.