თბილისში გამათბობლიდან გაჟონილი გაზით ორი მცირეწლოვანი ბავშვი მოიწამლა. ზაჰესში, მშვიდობის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის მესამე სართულზე წყლის გამათბობლიდან გაჟონილი ბუნებრივი აირით მოწალული ბავშვები წუხელ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების თქმით, ისინი მსუბუქად იყვნენ მოწამლულები.
ცნობისთვის, მსგავსი შემთვევების თავიდან ასაცილებლად თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს ისარგებლონ უფასო პროგრამით და გადაამოწმონ გამათბობლები.
მოსახლეობას ასევე, შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე - 2.72.22.22