საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველმა მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ჯანჯღავამ დღეს მაგისტრალური გაზსადენის ნავთლუღი-საგურამოს მონაკვეთის მშენებლობის სამუშაო მოინახულეს.
სამუშაოს კორპორაციის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კომპანია New Energy ასრულებს.
როგორც ჯანჯღავამ აღნიშნა, საპრეზიდენტო პროგრამა "გაზი ყველა საფელში" მოსახლეობის მასშტაბურ გაზიფიცირებას გულისხმობს, რაც თავისთავად გაზის მოთხოვნის გაზრდას იწვევს. გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი ახალი მაგისტრალია საჭირო.
ვალიშვილის შეფასებით, გაზსადენის ნავთლუღი-საგურამოს მონაკვეთის მშენებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის ბოლო ეტაპია და მიზნად ისახავს საქართველოში გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციას.
ნავთლუღი-საგურამოს მონაკვეთის მშენებლობა სამწლიანი პროექტის "წითელი ხიდი-საგურამოს" ბოლო ეტაპია. პროექტი მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოს რაიონებისთვის გაზის მუცულობით მიწოდების უზრუნველყოფას. სამშენებლო სამუშაო 2012 წლის დასაწყისში დასრულდება.