გაზის საკითხებზე, უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში, გაუმჯობესება შეინიშნება. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა განაცხადა.
აზაროვის თქმით, რუსული გაზის ფასი უკრაინისთვის მომაკვდინებელია. ამიტომ მხარეები ცდილობენ ბალანსი იქნეს მიღწეული. თუმცა როგორც აზაროვმა განმარტა, მოლაპარაკებები უკრაინისთვის მძიმეა.
"დღეისათვის ჩვენი მთავარი ამოცანა - გაზზე ფასების გადახედვაა. ამიტომ ჩვენ მზად ვართ კომპრომისზეც წავიდეთ და ჩვენ ამას გავაკეთებთ კიდეც, რადგანაც ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენ ან ქვეყნის კატასტროფა უნდა დავუშვათ- რასაც არ გავაკეთებთ, ან კიდევ კომპრომისული ვარიანტი უნდა გამოვძებნოთ"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.