ქართული ღვინის პოპულარიზაციას და გერმანელი ინვესტორების დაინტერესებას, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბერლინიდან ცდილობს.
სამუშო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მყოფი ნიკა გილაური ქვეყნის განვითრებისა და ეკონომიკური თნამშრომლობის მინისტრის დირკ ნიბელის (Dirk Niebel) შეხვდა. მხარეებმა საქართველო-გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.
„გერმანია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია საქართველოსათვის. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა ევროკავშირში და ნატოში. ამიტომ, ეს პარტნიორობა უნდა გაიზარდოს. ჩემი ვიზიტი ამას ემსახურება.
მნიშვნელოვანია, რომ პილიტიკურ ელიტას ინფორმაცია მოვაწოდოთ საქართველოს რეფორმების, დემოკრატიული რეფორმების, ეკონომიკის შესახებ," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.
ნიკა გილაური დაესწრო ბერლინში გამართულ ქართული ღვინის პრეზენტაციას და გერმანელ ბიზნესმენებს შეხვდა.
აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი კორბერის ფონდში სიტყვით გამოვიდა და საქართველოში გატარებულ რეფორმებზე, უსაფრთხოების საკითხებზე და ბიზმნეს გარემოზე ისაუბრა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩეველთან კრისტოფ ჰეუსგენთან (Christophe Heusgen), გერმანული ბიზნესის წარმომადგენელთა ვაჭრობის და მრეწველობის პალატის აღმასრულებელ დირექტორთან მარტინ ვანსლებენთან (Martin Wansleben), გერმანიის ვიცე-კანცლერთან ფილიპ როსლერსა (Philipp Rosler) და გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრთან ჰანს-პეტერ ფრედრიჰთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა გერმანიის საგარეო საქმეთა საბჭოს (German Council on Foreign Relations (DGAP) სხდომაზე
მასალის გამოყენების პირობები