ყირგიზეთის ცენტრალური სარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყანაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში 62,52 %-იანი ხმებით, ალმასბეგ ატამნბაევმა გაიმარჯვა. მისმა უახლოესმა კონკურენტებმა ადახან მადუმაროვმა და კამჩიბეკ ტაშიევმა ხმების 14 %-ი მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის აპრილში, ყირგიზეთში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად პრეზიდენტ ყურბანბეკ ბაკიევის მთავრობა დაემხო. გარდამავალ პერიოდში ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობას როზა ოტუმბაევა ასრულებდა.