"ეს კვირა ჩვენთვის საერთაშორისო მხარდაჭერის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო", _ ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
"ერთ კვირაში მოხდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მართლაც ისტორიული გადაწყვეტილების მიღება. საქართველოს საერთაშორისოდ მიღებულ საზღვრებზე დადგებიან საერთაშორისო დამკვირვებლები - ეს მართლაც გარღვევაა ჩვენთვის უკეთესობისკენ",_ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ამის შემდეგ თბილისში გაიმართა ნატოს საბჭოს სხდომა.
"მესამე: მე დამპატიჟეს ნატოს საბჭოზე, ვინაიდან გადაწყდა, რომ ჩიკაგოში გაიმართება ცალკე სხდომა ნატო-საქართველოს კომისიის, როგორც სამიტის შემადგენელი ნაწილის", _ განაცხადა სააკაშვილმა.