თბილისში ისნის ქუჩის 27 ნომერში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.
შენობა ავარიული იყო. ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
დაზარალებული 83 წლის აბრამ შაბაილოვი ნგრევის დროს სახლში არ იმყოფებოდა.
ძველი თბილისის გამგეობა მას დროების ნაქირავებ ბინაში გადაიყვანს.