"საქართველოს ბანკის" SOLO მომსახურების მხარდაჭერით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, დღეს სახელგანთქმული ფრანგი ჯაზაკორდეონისტის რიშარ გალიანოს კვინტეტის "La Strada" კონცერტი გაიმართება.
მუსიკოსთა ჯგუფი, ქართველ მსმენელს იტალიელი კომპოზიტორის, ნინო როტას დაუვიწყარი კინომუსიკის ინტერპრეტაციას შესთავაზებს, რომელმაც თავი მოიყარა გალიანოს უახლეს ალბომში "რიშარ გალიანო - ნინო როტა". ალბომის ჩაწერა მუსიკოსმა სულ რამდენიმე კვირის წინ დაასრულა.
"საქართველოს ბანკის" SOLO მომსახურების მომხმარებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ ესარგებლათ განსაკუთრებულ პირობებით ბილეთების შეძენისას, როგორც ბილეთის ფასის, ისე ადგილების შერჩევის მხრივ.