"რასმუსენმა თქვა, რომ ჩიკაგოს სამიტამდე ჯერ კიდევ არის დრო და შეიძლება რამე ახალი სქემები მოვიფიქროთო", _ აცხადებს ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის კომენტირებისას ექსპერტი კახა გოგოლაშვილი.
"რასმუსენმა თქვა, რომ ჩიკაგოს სამიტამდე ჯერ კიდევ არის დრო და შეიძლება რამე ახალი სქემები მოვიფიქროთო. როგორც ჩანს ისინი სერიოზულად ფიქრობენ მაინც, რომ ის პროგრესი რომელიც არის საქართველოში იმ მიმართულებით რაც აუცილებელია ნატოში გასაწევრიანებლად ეს რაღაცნაირად იყოს დაფასებული და რაღაც ახალი ინსტიტუციური ფორმა თანამშრომლობის იქნეს შემოღებული საქართველოსთან მიმართებაში",_ მიიჩნევს ექსპერტი.
მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის ხაზგასმა, რომ საქართველოს კონტრიბუცია ნატოს სამხედრო ოპერაციაში არის ასევე დაფასებული და "ამას ალიანსის ქვეყნები, არასოდეს არ დაუვიწყებენ ჩვენს ქვეყანას".