კახეთში აფეთქების დროს დაშავებული სამი პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი. სოფელ ხაშმში დღეს გამთენიისას ტელევიზორი აფეთქდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. სასუნთქი გზებისა და სხეულის თერმული დამწვრობებით დაშავებულები თბილისის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს.
მათ შორის ერთ-ერთი ორსულადაა, მას სხეულის 15 % დაეწვა. მძიმეა ოჯახის უფროსის 53 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. მას სხეულის 45 % აქვს დამწვარი. აფეთქების ხმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში გამთენიისას გაისმა. ოჯახის წევრები ტელევიზორს უყურებდნენ, რა დროსაც ის აფეთქდა და ოჯახის სამმა წევრმა დამწვრობები მიიღო. რატომ აფეთქდა ტელევიზორი ეს ამ დრომდე უცნობი რჩება.