საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის ბევრია გასაკეთებელი.
"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია გიმასპინძლოთ. ეს იყო ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, ძალიან პროდუქტიული ვიზიტი. გვქონდა საკმაოდ მეგობრული გარემო, სასარგებლო ომრხივი დისკუსიები. ძალიან კარგად მოვისმინეთ, რაც გვითხრეს ნატო-ს წარმომადგენლებმა და ვიცით, რომ ბევრია გასაკეთებელი. არის სამუშაო, რომლებიც უნდა შევასრულოთ", - განაცხადა სააკაშვილმა ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მუდმივად ლაპარაკობს იმ პროცესებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ინტეგრაციის გაღრმავებას. სააკაშვილმა იხუმრა და რასმუსენს მიმართა: "თქვენმა წინამორბედმა, როდესაც 2007 წლამდე ის ჩამოვიდა საქართველოში, მაჩუქა ნატო-ს ჰალსტუხი. იმედი მქონდა, თქვენ ნატო-ს კოსტიუმს მაინც მაჩუქებდით და არ გავიყინებოდით ამ კოსტიუმის გარეშე. მივიღებდი კოსტიუმს, რომელიც ამ ჰალსტუხს ძალიან მოუხდებოდა".