ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სამოქალაქო სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციები მის გუნდს მიზნების მისაღწევად გვერდში დაუდგება.
"ძალიან ბევრ საკითხზე იყო საუბარი. მოვახერხე, რომ გამეცნო ეს საზოგადოება. ძალიან საინტერესო საზოგადოება გავიცანი. ძალიან ბევრი შეკითხვა და ძალიან ბევრი ჩანიშვნა გავაკეთე. უახლოეს მომავალში ვაპირებ მათთან უფრო ახლო თანამშრომლობას კონკრეტულ თემებსა და პროექტებზე. მე ვნახე საზოგადოება, რომელიც გვერდში დამიდგება იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც ჩვენს გუნდს გაარჩია. ძალიან დიდ იმედს ვამყარებ არასამთავრობოებზე და სამოქალაქო სექტორზე", - განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო სექტორთან შეხვედრა გამართა.