ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე მან კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით ისაუბრა.
არეშიძის თქმით, მან საკითხი დააყენა და მისი მხრიდან ლაპარაკი იყო მთისა და საზღვრის დაცვის პრობლემატიკაზე.
"ვისაუბრე იმ საკითხებზე, რომელიც რეგიონალურ პოლიტიკას შეეხება. ჩემ მიერ წამოყენებულ წინადადებებზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს. არასამთავრობო სექტორსა და ივანიშვილს შორის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. ზოგი სვამს კითხვებს, ზოგი კი იმ თემასთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს, ლაპარაკია ადამიანის უფლებების დაცვაზე, სამართლიან არჩევნებზე და სხვა საკითხებზე, რაც, მათი აზრით, გათვალისწინებული უნდა იყოს მომავალი მოძრაობის პროგრამაში", - განაცხადა არეშიძემ.
"ქორთიად მარიოტში" ბიზნემსენ ბიძინა ივანიშილსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის შეხვედრა ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს. სხდომა დახურულია.