PrimeCard-ის მფლობელებს "თიბისი ბანკი" საინტერესო საახალწლო გათამაშებაში ჩართვას და ოცნების ახდენას სთავაზობს. ბანკის ინფორმაციით, ბარათის მფლობელებს საშუალება აქვთ, აირჩიონ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული და ხალხმრავალი ღონისძიებებიდან ერთ-ერთი და გაემგზავრონ მასზე დასასწრებად.
გათამაშებაში ჩაერთვება PrimeCard-ის ყველა მომხმარებელი - ვისაც უკვე აქვს TBC PrimeCard, ან 31 დეკემბრამდე შეიძენს ამ უნიკალურ საკრედიტო ბარათს.
"თიბისი ბანკი" მათ აძლევს არაჩვეულებრივ შანსს, მოიგონ მსოფლიოს ყველაზე გრანდიოზული ღონისძიებებიდან ერთ-ერთზე დასასწრები ორკაციანი საგზური, სრულიად უფასოდ, მხოლოდ TBC PrimeCard-ის საშუალებით აიხდინონ ოცნება და გახდნენ ყველა დროის დაუვიწყარი სანახაობის მომსწრეები.
ღონისძიებას გამარჯვებული თავად ირჩევს. არჩევანი კი საკმაოდ შთამბეჭდავია:
ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის ფინალი (ივლისი, 2012, უკრაინა)
როტერდამის ჯაზ ფესტივალი (ივლისი, 2012, ჰოლანდია)
ფორმულა ერთის გრან პრიზი (მაისი, 2012, საფრანგეთი, მონაკო)
ვენეციის კარნავალი (თებერვალი,2012, იტალია)
ჯორჯ მაიკლის კონცერტი (აპრილი, 2012, საფრანგეთი, პარიზი)
გათამაშება შედგება 13 იანვარს, საღამოს 18:30 საათზე, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში და გამოვლინდება 5 გამარჯვებული, რომლებიც თავისი სურვილის მიხედვით მოხვდებიან 2012 წლის ყველაზე გრანდიოზულ სანახაობებზე.
ასე რომ, წლის ბოლომდე საუკეთესო დროა იმისათვის რომ აიღოთ TBC PrimeCard, ისარგებლოთ ყველაზე ხანგრძლივი, 3 თვიანი უპროცენტო სესხით, აირჩიოთ სასურველი დიზაინი, ტარიფები და, რაც მთავარია, აირჩიოთ, თუ რომელ მსოფლიო სანახაობას გსურთ დაესწროთ მომავალ წელს და თანაც - უფასოდ!!
გათამაშება მოხდება ლოტოტრონის პრინციპით. ბარათის მფლობელის ბილეთების რაოდენობა განისაზღვრება შემდეგი წესით:
ა) TBC PrimeCard-ით თიბისი ბანკის ტერმინალში განხორციელებული ტრანზაქციებისას, ყოველ 10 ლარზე - გათამაშების 1 ბილეთი.
ბ) ბანკომატიდან თანხის განაღდებისას, ყოველ 50 ლარზე - 1 ბილეთი.
აქცია გრძელდება 31 დეკემბრამდე - ამ ხნის განმავლობაში განხორციელებული ტრანზაქციების მიხედვით მოხდება გათამაშებაში მონაწილეობა.