22 წლის ირაკლი ხურციას რუსი ოკუპანტები და სეპარატისტები თავს დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ახალგაზრდა ენგურის ხიდზე გადმოდიოდა და თავის მობილური ტელეფონით სამახსოვრო კადრებს იღებდა.
მას ჯერ ოთხმა ჯარისკაცმა საგუშაგოზე სცემა და შემდეგ ის გალის იზოლატორიაში გადაიყვანეს, სადაც მას კვლავ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ამ ინციდენტს ირაკლი ხურციას დედა შეესწრო, რომელმაც შემდეგ დამხარება აფხაზ ნაცნობებს სთხოვა.
ერთსაათიანი მცდელობის შემდეგ დედას შვილის ნახვის საშუალება მიეცა და 22 წლის ახალგაზრდა გაათავისუფლეს.
ქართულმა მხარემ ეს ფაქტი ევროკავშირის დამკვირვებლებთან ერთად დააფიქსირა.