გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ჟანგბადის ბალონებით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და შიგ მჯდომი ორი მამაკაციდან ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა.
მძიმედ დაშავებული გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების თქმით, პაციენტს აღენიშნებოდა მსუბუქი დაზიანებები და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.