2015 წლისათვის დღეისათვის მგზავრთა არსებული რაოდენობა 50%-ით უნდა გაიზრდოს, ამის შესახებ მთავრობის ათ პუნქტიან გეგმაშია ნათქვამი.
გეგმის თანახმად, 2015 წლისათვის უნდა გაიზარდოს არსებულ მიმართულებებზე სიხშირეები (სულ მცირე _ კვირაში 5 სიხშირე), რათა უზრუნველყოფილ იქნეს მგზავრთა შეუფერხებელი გადაადგილება. 2015 წლისათვის უნდა გაიზარდოს პირდაპირი ფრენების რიცხვი შემდეგი მიმართულებებით: ჩინეთი, ინდოეთი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, შუა აზია და დასავლეთ ევროპა; 2015 წლისათვის ამ მხრივ უნდა დაემატოს 10 ახალი მიმართულება. 2015 წლისათვის საქართველოს საავიაციო ბაზარზე უნდა შემოვიდეს მინიმუმ ერთი გლობალური მასშტაბის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია. 2015 წლისათვის საავიაციო ინდუსტრიაში დასაქმებულთა რიცხვი სულ ცოტა 1,5-ჯერ უნდა გაიზარდოს. შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის მიმდინარეობს მცირე სააეროდრომო ინფრასტრუქტურისა და მცირე ავიაციის განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს ჩამოყალიბება. მიმდინარეობს ასევე ფოთის აეროპორტის მშენებლობა, რომელიც 2012 წელს დასრულდება.