მოხალისეთა ბრიგადებმა, რომლებიც გადატანილი ბრძოლების შემდეგ ლიბიის ქალაქ სირტში ბრუნდებიან, უკვე აღმოაჩინეს და დამარხეს ათასობით მშვიდობიან მოქალაქისა და კადაფის მომხრეთა ცხედრები. ინფორმაციას ამის შესახებ არაბული მედიასაშუალებები ავრცელებს.
"20 ოქტომბრიდან მხოლოდ ჩვენმა რაზმმა აღმოაჩინა და დაასაფლავა 500 -ზე მეტი ცხედარი - მათი უმეტესობა რა თქმა უნდა ამოცნობილი არ არის და ამის შემდეგ ჩვენ ვპოულობთ და ვპოულობთ ახალ და ახალ ათობით გვამს ნანგრევებში სადაც ოდესღაც ჩვენი ქალაქი იდგა", _ აცხადებენ სირტის მაცხოვრებლები.
მათივე თქმით, ქალაქში დაბრუნების შემდეგ მათ "ადგილი ვერ იცნეს, ვინაიდან, ლიბიის ოდესღაც ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქში მთელი ერთი ქვაც კი არ არის და მის ადგილზე მხოლოდ ნანგრებვების გროვაა".
ამას გარდა, ჩამონგრეული სახლების ქვეშ მოხალისეები ასევე პოულობენ მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებს, მათი განცხადებით ეს ძირითადად ბავშვები, ქალები და მოხუცებია. ყოველდღიურად პოულობენ ასევე ახალ და ახალ მასობრივ სამარხებს სადაც ერთად რამდენიმე ათეული ადამიანია დამარხული.
ამასთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე გამოთქვამენ შეშფოთებას სირტში შექმნილი სიტუაციის გამო. უფლებების დამცველთა შეშფოთება გამოიწვია იმან, რომ დადასტურებული ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთი სასტუმროს სარდაფში, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში მუამარ კადაფის მოწინააღმდეგე ოპოზიციონერები აკონტროლებდნენ, პოლკოვნიკის 60-ზე მეტი მომხრისა და მშვიდობიანი მოქალაქეები ცხედარია აღმოჩენილი. ყველა მათგანს ხელები ზურგს უკან აქვს შეკრული და ისეა დახვრეტილი.