ქდმ-ს ლიდერები ლევან ვეფხვაძე და გიორგი ახვლედიანი დღეს სენაკის რაიონის სოფელ ჭალადიდში ჩავიდნენ და მოსახლეობას შეხვდნენ. მათი განცხადებით, მთავარი პრობლემები, რაც ადგილობრივებს აწუხებს, სასმელი წყლის დეფიციტი და გზაა, რომელიც უამინდობისას გაუვალი ხდება და რაიონულ ცენტრთან კავშირიც წყდება.
"ეს სოფელი არის ნათელი მაგალითი, როგორ ზრუნავს მმართველი გუნდი საკუთარ ხალხზე. ასეთი მდგომარეობა უკვე წლებია გრძელდება, ჭალადიდელები მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ისმენენ დაპირებებს და არჩევნების შემდეგ მათი პრობლემები ხელისუფლებას აღარ ახსენდება" - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერებმა დღესვე იმ ოჯახებს, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ პროგრამაში ვერ მოხვდნენ და უფასო სახელმძღვანელოებით ვერ სარგებლობენ, სასკოლო წიგნები ჩაუტანეს.