პოსტიდან წასვლის შემდეგ, სოფლის მეურნეობის უკვე ყოფილი მინისტრი პირველ განცხადებას აკეთებს. ბაკურ კვეზერელის განცხადებით, ის თავის ენერგიას მომავალშიც სოფლის მეურნეობის დარგს მოახმარს.
,,ჩემს ცოდნას, ენერგიას და გამოცდილებას მომავალშიც საქართველოს სოფლის მეურნეობას მოვახმარ. რა ფორმით, ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება", - აცხადებს ბაკურ კვეზერელი.
შეგახსენებთ, რომ დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ბაკურ კვეზერელი სამეგრელო-ზემო სვანეთის უკვე ყოფფილმა გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ ჩაანაცვლა.