განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულთა ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა.
"ინფორმაცია გამოქვეყნდა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. მეტის თქმა ამ დროისთვის არ შემიძლია", - განაცხადა უტიაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია რამდენიმე პირი, რომლებსაც თან ჰქონდათ დიდი ოდენობით ნაღდი ფული. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით. ( განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება)
საქმეს იძიებს ძველი თბილიის რაიონული სამმართველო.