ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილს შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია . ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ბიძინა ივანიშვილთან გამართული კონსულტაციების სემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრისას განხილულ იქნა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.
„განხილული იყო ყველა ის საკითხი, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის ეკონომიკური თემები, საშინაო და საგარეო პოლიტიკა", - განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებს.
„საქართველოსთვის მთავარი საგარეო გამოწვევა რუსეთია და ამ საფრთხეს ურთიერთობის დარეგულირებით უნდა უპასუხონ."საქართველო უნდა გახდეს თანხმობის ქვეყანა. საქართველოს გზა არის ევროპა და ამ გზას საქართველო არასოდეს გადაუხვევს", - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა.