დღეს, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში,  ოთხ დღიანი ოფიციალური ვიზიტით  აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი ხომალდი "PHILIPPINE SEA" (CG-58)  შემოვიდა.  დახვედრის ცერემონიალი, შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის,  I რანგის კაპიტან ბესიკ შენგელიას მონაწილეობით, ქ. ბათუმის  ნავსადგურში 11:00 საათზე გაიმართა. 
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სანაპირო დაცვის ხელმძღვანელობის შეხვედრა ხომალდის მეთაურობასთან, ამერიკული გემის ეკიპაჟი და სანაპირო დაცვის ოფიცრები, წრთვნების დაგეგმვის მიზნით, საერთო შეხვედრას გამართავენ.
18 ოქტომბერსს, აშშ-ს ხომალდი "PHILIPPINE SEA" და სანაპირო დაცვის კატარღები P-101 და P-102 ზღვაში ერთობლივ პრაქტიკულ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
იგეგმება სპორტული ღონისძიებებიც  (საფეხბურთო მატჩი საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებსა და აშშ-ს გემის ეკიპაჟის წევრებს შორის).
"PHILIPPINE SEA" (CG-58)  საქართველოს საზღვაო სივრცეს 20 ოქტომბერს დატოვებს.