საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების საგულშემატკივროდ თბილისიდან დელეგაცია ლიტვაში, ქალაქ კლაიპედაში გაემგზავრა. 
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით ქალაქ კლაიპედაში გაიმართება კონცერტების სერია. 
31 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილია ანსამბლების „სუხიშვილებისა" და „ქართული ხმების" ერთობლივი კონცერტები, რომელიც კლაიპედას თეატრალურ მოედანზე, საგანგებოდ აგებულ სცენაზე ჩატარდება. ქალაქ კლაიპედას ერთ-ერთ ქუჩას კი რამდენიმე დღით საქართველოს სახელი დაერქმევა. სწორედ ამ ქუჩაზე „ზუმბალენდის" ცოცხალი მუსიკის თანხლებით ლიტველები და კალათბურთის გულშემატკივრები ქართულ ღვინოსა და სამზარეულოს დააგემოვნებენ.