სტუდია DreamWorks ახალ მულტიპლიკაციური ფილმს The Guardians იღებს, რომელშიც მთავარ პერსონაჟს _ ჯეკ ფროსტს, ჰოლივუდის ვარსკვლავი ლეონარდო დი კაპრიო გაახმოვანებს.
ფილმის სიუჟეტში ჯეკ ფროსტის გარდა წარმოდგენილნი არიან სანტა კლაუსი, საშობაო კურდღელი, ქვიშის კაცი და სხვა პერსონაჟები. ყვლანი ისინი ერთი გუნდის წევრები არიან, რომლებიც წინააღმდეგობას ბოროტ სულს _ Pitch-ს უწევენ.
ავტორებს ჯერ-ჯერობით მხოლოდ დი კარიოსგან აქვთ მიღებული თანხმობა, რომ სწორედ იგი გაახმოვანებს მთავრ პერსონაჟს, სხვა გმირების გამხმოვანებლების შესახებ არაფერია ცნობილი.
ფილმს საფუძვლად უდევს უილიამ ჯოისის ჯერ კიდევ გამოუცემელი ნაწარმოები _ "ბავშვობაზე მზრუნველები" (The Guardians of Childhood).
ფილმი ეკრანებზე 2012 წლის 2 ნოემბერს გამოვა.