ოპოზიციის ყველა ლიდერი გულწრფელი არ არის, _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში "სახალხო ფრონტის" ლიდერმა ნოდარ ნათაძემ განაცხადა. მისი აზრით, ოპოზიცია ამ შემადგენლობით, ამ განწყობით, ამ დონით, რომელიც დღეს არის, აბსოლუტურად უპერსპექტივოა
"ნინო ბურჯანაძე, ჩემი აზრით, რუსებისაა. შალვა ნათელაშვილი, ცხადია, რუსების ყურმოჭრილი ფინიაა. ზურაბ ნოღაიდელზე ლაპარაკი ზედმეტია. ეროვნული ფორუმის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, რუსებისაა. ირაკლი ალასანია გაურკვეველი ფიგურაა ჯერჯერობით. დიდი ალბათობაა, რომ ის იმავე ფერისაა, რაც სააკაშვილი, ანუ შესახედად დასავლური და სინამდვილეში აღმოსავლური", _ ამბობს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნათაძე და აღნიშნავს, რომ ვინც გულწრფელია და გულით არის მოსული პოლიტიკაში, ის ადამიანები უნდა გაერთიანდნენ.
"უნდა შეკრა ისეთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მობილიზებას გაუკეთებს საქართველოს რეალურ პოტენციალს. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ გაერთიანებით", _ ამბობს ნათაძე.