პარლამენტი მთავრობას საპრემიო თანხების სამართლიანად გადანაწილებას სთხოვს. ეს მოთხოვნა დღეს სესიაზე 2010 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხათუნა გოგორიშვილმა გაახმოვანა.
აღსანიშნავია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში საპრემიო თანხების განაწილების საკითხი ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად აქტუალურია, რადგან პარლამენტში მიაჩნიათ, რომ ხშირ შემთხვვევაში თანხების არათანაბარი განაწილება ხდება. ამ საკითხით დღეს, როგორც წინა წლებში, ისევ ხათუნა გოგორიშვილი გამოვიდა და იგი დაინტერესდა, აპირებს თუ არა ფინანსთა სამინისტრო კონკრეტული რეგულაციების შემოღებას, რომ შემცირებული საპრემიო ფონდი მთლიანად მინისტრის მოადგილეებსა და დეპარტალემნტის ხელმძღვანელებზე არ გადანაწილდეს და ქვედა დონის თანამსრომლებიც დაცულნი იყვნენ.
გოგორიშვილს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანიც დაეთანხმა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ შემდეგ კვირაში პარლამენტში ფინანსთა მინისტრიო კახა ბაინდურაშვილი მიიწვიონ და ეს პრობლემა მასთან ერთად განიხილონ.
"პრემიები ყველასთვის უნდა ოყოს და არა მხოლოდ პრივილიგირებული თანამშრომლებისთვის, როგორც ეს პარლამენტშია,'' - განაცხადა მაჭავარიანმა.
ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ მაჭავარიანი ამ პრობლემის მოგვარებისთვის ფინანსთა მინისტრს პარლამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებზე ერთობლივი მსჯელობას სთავაზობს.