დღეს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საფარ აბიევი აზერბაიჯანში ახლადდანიშნულ უნგრეთისა და საქართველოს სრულუფლებიან ელჩებს_ ჟოლტომ ჩუტორსა და თეიმურაზ შარაშენიძეს შეხვდა. ამის შესახებ სააგენტო "ტრენდ აზ" იტყობინება. 
მხარეებმა სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ერთმანეთის პოზიცია მოისმინეს.  ამასთან, რეგიონში არსებული სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციაც განიხილეს.