დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის მდგომარეობა უმძიმესია.
მისივე თქმით, ის რეანიმაციულ განყოფილებაში, კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
"კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია, მართვით სუნთქვაზე, აღენიშნება როგორც სასუნთქი გზების დაზიანება, ასევე ბაროტრავმა, რაც სავარაუდოდ, გაზის აფეთქებამ გამოიწვია. მდგომარეობა უმძიმესია, საკმაოდ სერიოზული" ,- ამბობს ქაშიბაძე.
შეგახსენებთ, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა.