ბერლინში 19 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტს ელოდებიან. ისინი უკრაინის ოფიციალურ პირებსა და ევროპულ მოლაპარაკებათა ჯგუფს შეხვდებიან.
ამის შესახებ Reuters აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს ბერლინში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება.
ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, კუშნერისა და უიტკოფის შეხვედრებზე უკრაინელ და ევროპელ წარმომადგენლებთან ძირითადი განსახილველი საკითხები იქნება:
უკრაინისთვის ომის დასრულების შემდეგ მყარი უსაფრთხოების გარანტიების შემუშავება;
ეკონომიკური აღდგენის კომპლექსური გეგმის წინ წაწევა;
მრავალმხრივი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის მზადება.
მისივე თქმით, ამერიკული დელეგაცია უკრაინელ და ევროპელ პარტნიორებს დღეში რამდენჯერმე უკავშირდება და მათთან ერთად მუშაობს „მდგრადი მშვიდობის წინადადებების პროგრესზე“.
„ბერლინში შეხვედრები და პრეზიდენტ ტრამპის ვიზიტი ჩინეთში კოორდინირებული დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილია“, - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.