ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძარია.
აღნიშნულის გამო, არხმა მაუწყებლობა დროებით შეაჩერა.
ასევე, „ფორმულას” ტელეწამყვანი, ნინო ჟიჟილაშვილი შესაბამის უწყებებს დახმარებას თხოვს და სოციალურ ქსელში წერს, რომ მათი „გუნდის ნაწილი დაკვამლიანების გამო შენობიდან გამოსვლას ვერ ახერხებს„.