„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ღიად განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზანი პოლიტიკური ველის გაწმენდა და ხელისუფლებისთვის სასურველი, მის მიერვე შერჩეული „კომფორტული ოპოზიციის“ შექმნაა., - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია.
,„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ღიად განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზანი პოლიტიკური ველის გაწმენდა და ხელისუფლებისთვის სასურველი, მის მიერვე შერჩეული „კომფორტული ოპოზიციის“ შექმნაა. ეს სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია, სადაც საარჩევნო ბიულეტენში მრავალი „ოპოზიციური“ პარტიაა წარმოდგენილი, თუმცა არჩევნები სხვა არაფერია, თუ არა ილუზია და თვითმოტყუება.
საქართველოში უკვე ვხედავთ ახალი პარტიების შექმნის ნიშნებს. ეს ადამიანები ან ვერ აცნობიერებენ, რომ მათთვის წინასწარ განსაზღვრულ როლს ასრულებენ, ან შეგნებულად შედიან გარიგებაში პრორუსულ რეჟიმთან“, - აცხადებს გახარია.