4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. აღნიშნულის შესახებ ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი.
ზურა ჭავჭანიძემ საპროცესო შეთანხმების გაფორმება წინა სასამართლო პროცესზე მოითხოვა, დღეს კი მას სახელმწიფო მბრალდებელმა საკუთარი პირობები გააცნო - 1. 1 თვე რეალური სასჯელი და 2 წელი პირობითი მსჯავრი.
დღევანდელ სხდომაზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილი გამოთქვა კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა. საუბარია ანტონ ვარდანაძეზე, რომლის საკითხზეც პროკურატურამ უნდა იმსჯელოს.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდზე მსჯავრებულ ზურაბ ჭავჭანიძესა და ანტონ ვარდანიძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.