მძიმეა, როდესაც გუნდის ყოფილი წევრი და ერთ-ერთი ლიდერი იმავე გზას გადის, რა გზითაც საკუთარი თავის წარმოჩენას მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილის კომენტირებისას განაცხადა.
„მძიმეა, როდესაც გუნდის ყოფილი წევრი და ერთ-ერთი ლიდერი იმავე გზას გადის, რა გზითაც საკუთარი თავის წარმოჩენას მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, რომ ის იყო ქვეყნის დამაარსებელიც, სახელმწიფოს დამაარსებელიც და ა.შ.
მთავარია ის, რა პასუხისმგებლობაც მას სასამართლომ დააკისრა. ალბათ, ამ ფაქტებზე პასუხები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმის ძახილი – ჩემს დროს უკეთესი იყო, ვიდრე სხვა პრემიერის დროსო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ ირაკლი ღარიბაშვილი თავის მორიგ წერილში წერს: „საზოგადოებას მსურს, ფაქტებით შევახსენო, თუ რა ვითარებაში დავბრუნდი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2021 წლის თებერვალში: ქვეყანაში იყო მწვავე პოლიტიკური კრიზისი, კოვიდპანდემია ჩაკეტილი ქვეყანა, დაკეტილი ეკონომიკა, … ასეთ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა გახარიამ, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა. ხელისუფლება ჩამოშლის პირას იყო, მმართველი პარტია – დემორალიზებული“